ბათუმის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა ვიზიტორთათვის ! ქვეყანაში ვირუსული ეპიდემიის გამო შექმნილი 2 თვიანი პაუზის შემდგომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ქვეყნის მოქალაქეებს მისი მონახულების შესაძლებლობა 16 მაისიდან მიეცათ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, 2019 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარდგინებით, ,,ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაშია“ გაწევრიანებული. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სამედიცინო სფეროს სპეციალისტების მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების შემდგომ მოხერხდა ბოტანიკური ბაღის გახსნა. ბოტანიკური ბაღი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს. ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღი მწვანე კონცხზე, შავი ზღვის სანაპიროზე, 108.7 ჰა ფართობზეა გაშენებული. ,,ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაში“ გაწევრიანება, სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბაღებით დაინტერესებული ტურისტების რიცხვის მნიშვნელოვანი გაზრდის წინაპირობას ქმნის. ,,ევროპის ისტორიული ბაღების გაერთიანებაში“ამ ეტაპზე საქართველო ესპანეთთან, იტალიასთან, პორტუგალიასთან და გერმანიასთან ერთადაა გაწევრიანებული.