ID: 54678
2014-06-06 - 2016-09-09
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კუთხით ფართო ფრონტი აქვს გაშლილი. ბოლო 3 წელიწადში ზემო სვანეთში, დაბა მესტიასა და უშგულის სოფლებში არაერთი სარესტავრაციო სამუშაო განხორციელდა. საგვარეულო არქიტექტურულ კომლექსებზე ჩატარებულმა სარეაბილიტაციო პროცესმა, რომელიც უმეტესად საძირკვლის გამაგრებებს, კედლების მცენარეული საფარისგან გაწმენდას, გადახურვის დონეებზე ფარული სარტყელების მოწყობას, სახურავების ხის კონსტრუქციების მონტაჟს და ჰიდროიზოლაციას, ფიქალის ქვის სახურავების აღდგენასა და კედლების საპირე წყობის დაშლა-აღდგენას მოიცავდა, 70 მდე სვანურ კოშკსა და მაჩუბს შეეხო.