დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფ.ქაისხევში მდებარე გვიან შუა საუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყისა და ქვიშაქვით (5.5×7.6 მ). შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი არქიტრავული გადახურვით სრულდება. კარის ჭრილი შიდა მხარეს უფრო ფართოა. თაღოვანი, შიგნით გაფართოვებული და გარეთკენ შევიწროვებული თითო სარკმელი აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებშია. აბსიდა ნახევარწრიულია (1.6 მ სიღრმე). აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, მის ორივე მხარეს ქვედა დონეზე, თითო განიერი და თაღოვანი ნიშაა გაკეთებული. საკურთხევლის შუაში ერთ ქვაში ნათალი ტრაპეზი დგას. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელებზეც გადასული თაღი კამარის საბჯენი უნდა ყოფილიყო. ასევე ცნობილია,რომ აქ სწირავდა შიო არაგვისპირელის მამა