2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ჯვარცმის (მაცხოვრის) სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. შესრულებული სამუშაოების შედეგად ეკლესია გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან, აღდგა კირქვის პერანგი ფასადზე და ინტერიერში, აღსდგა ფანჯრები და კარებების ღიობები კირქვით, მათ თავზე მოეწყო თაღები, მოეწყო კარების თავზე არქიტრავის ქვა, აღსდგა კარნიზი, მოეწყო კირქვის საბჯენი თაღები და კონქ-კამარა, მოეწყო ხაოიანი თუნუქით გადახურვა ლორფინის იმიტაციით, მოეწყო ჯვარი,გადაეწყო იატაკი. შემსრულებელი: შპს "კირითხურო