2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდის (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიის რეაბილიტაცია განახორციელა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად კრამიტის გადახურვა გადაეწყო კირის ხსნარზე, დაახლ. 50% ახალი კრამიტის დამატებით. მოხდა სამრეკლო-ფანჩატურის კეხის აღდგენა (დაახლ. 30-35სმ. სიმაღლე) და დამონტაჟდა ლითონის ჯვარი. ტაძრის გარე პერიმეტრზე მოეწყო 1,5მ-ის სიგანის ქვაფენილის გარშემოსავლელი. საპირე ქვებს შორის გამოსუფთავდა გამოქარული ადგილები და ამოილესა კირის ხსნარით. შემსრულებელი: ააიპ „წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების