გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფ.ჭერემში მდებარე VI-VII საუკუნეების ეკლესიას 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჭერემის მამადავითის ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, ძველ სასაფლაოზე. აგებულია მე-6-7 სს. წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. გვერდითა ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებულია დასავლეთის დერეფნით. სამხრეთის ეკლესია სამხრეთით სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღით იყო გახსნილი.