2017 წლის 18-20 დეკემბერს გაიმართება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ინიცირებული I არქეოლოგთა საანგარიშო სესია.
მიმდინარე სესიაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მფლობელი არქეოლოგები საზოგადოებას წარუდგენენ 2017 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგებს.