საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ამა წლის დეკემბერში სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის ეზოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის- მეთვრამეტე საუკუნის სათავდაცვო ნაგებობის მონიტორინგისას მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინეს. ადგილზე რეაგირების სახით განხორციელდა საწყობად გამოყენებული შუა საუკუნეების კოშკის ტერიტორიის დასუფთავება და შემდგომ მისი აზომვა. ოჟიოს კოშკი წარმოადგენს მეთვრამეტე საუკუნის სათავდაცვო ნაგებობას, რომელიც ომიანობის ჟამს საცხოვრებელ ფუნქციას ითავსებდა. მსგავსი სათავდაცვო კოშკები ორ-სამსართულიანი იყო. ქვედა სართულები საცხოვრისი იყო, ზედა კი ქონგურებიან საბრძოლო ბანს წარმოადგენდა. ოჟიოს კოშკის მხოლოდ პირველი სართულია შემორჩენილი, რომელიც საცხოვრებელი დარბაზია, კედელში დატანებული ბუხრითა და თაღჩებით. გადახურვა გვირგვინოვანია. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, კედელშია ჩატანებული