საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის თანამშრომლობის პლატფორმა ყალიბდება. დღეიდან მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს პარტნიორულ ურთიერთობას, რომლის ძირითადი მიზანი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოდერნიზება, კომერციალიზაცია, მაღალშემოსავლიანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევების განვითარებაა. დოკუმენტს დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს - ნიკოლოზ ანთიძესა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელს - მარკ თ. მაკკორდს შორის მოეწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთად გამოიკვლევენ თანამშრომლობის პოტენციურ არეალებს და შეიმუშავებენ განსახილველად სამოქმედო წინადადებებს. პარტნიორობის საკითხები უმთავრესად მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ტურისტული მიმზიდველობის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რომელიც ახალი პროდუქტების დანერგვის გზით მაღალი ფასეულობების მქონე სამიზნე ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვას ემსახურება. ინტერესთა სფეროს განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მიმდებარე არეალებზე (განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში) კერძო ინვესტიციების წახალისება და ტურისტული ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას. ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმოქმედებს.