საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილ-ოქტომბრის თვეებში განხორციელდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ნიჩბისის წმ. მარინეს ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. სახურავი და კედლები სრულად ჩამოშლილი ჰქონდა. ინტერიერში აყრილი იყო იატაკი . საშიშროება იყო მიწის ჩამოშლისა და ტაძრის მთლიანად ჩამონგრევის. ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: √ ფასადებზე და ინტერიერში აღდგა საპირე წყობა,ნიჩბისის შერჩეული კლდოვანი ქვით კირის დუღაბზე. √ მოეწყო კამარა და კონქი შერჩეული ნატეხი ქვით. √ სახურავი გადაიხურა კრამიტით. ინტერიერში ჩატარებული სამუშაოები: √ იატაკზე დაიგო ნიჩბისის ბუნებრივი შერჩეული ბრტყელი ქვები. √ ამბიონის ასასვლელი მოეწყო ქვის კიბით. √ დამზადდა და დამონტაჟდა კარები და სარკმლები მაღალი ხარისხის ჯიშის ქვისგან ლითონის ელემენტებით. √ სარინელი და საფეხურები მოეწყო ნიჩბისის ქვით. სამუშაეობი ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. შემსრულებელი : შპს „სალდო“