მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტმა მაკა თაქთაქიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრას დაესწრო 50-ზე მეტი მსმენელი. მათ მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოში არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმებისა და ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის მოძიებისა და ფიქსაციის შესაძლებლობების შესახებ, დაისახა ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივები.