საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში განხორციელდა ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიცია,რომელიც გამორჩეულად საინტერესო შედეგებით დასრულდა. ექსპედიციამ იმუშავა რამოდენიმე მიმართულებით შექმნა საკუთარი საველე დოკუმენტაციის სისტემა შეიმუშავა მონაცემთა ბაზების საკუთარი ელექტრონული სისტემა შექმნა ქართულ ექსპედიციაზე მორგებული სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების საკუთარი მოდელი. მოხდა სატელიტური დაზვერვების შედეგად გამოვლენილი ძეგლების ადგილზე იდენტიფიცირება. აეროდაზვერვების შედეგად შეირჩა ყორღანული სამარხი. დაიწყო ყორღანის (რომელსაც გააჩნია სარიტუალო გზა) არქეოლოგიური შესწავლა. პარალელურად მოხდა შუასაუკუნეებისა და სავარაუდოდ რკინის ხანის ნასახლარებზე საკონტროლო შურფების დადება. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო პატარიძე არქეოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი: დავით დარეჯანაშვილი კონსულტანტი :კახა კახიანი დოკუმენტაციის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელი: მათე ახალაია