როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, Erasmus + პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საერთაშორისო პროექტი „Network of UNESCO recognized values” (იუნესკოს მიერ აღიარებული ღირებულებების ქსელი). პროექტის წამყვანი პარტნიორია “სუიტის ეთნიკური კულტურის ცენტრი” -ლატვია ; პარტნიორები: “ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს მაკედონიის ეროვნული კომიტეტი”, “კიხნუს კულტურული სივრცის ფონდი” - ესტონეთი და “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” -საქართველო. პროექტის ძირითადი თემატიკაა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. იგი მიზნად ისახავს ამ სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. 2019 წლის 7-12 ოქტომბერს საქართველოში ტარდება პროექტის პარტნიორი ქვეყნების სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები (სულ 27 მონაწილე). შეხვედრის ფარგლებში იგეგმება რიგი შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის გრემის მუზეუმში და უფლისციხის არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში. ამა წლის 7 ოქტომბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა აღნიშნულ ჯგუფს. გაიმართა მოკლე შეხვედრა საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. სააგენტოში გამართული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის ძირითად თემა იყო საავტორო უფლებების დაცვის პრობლემები არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში, ტურიზმი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.