საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში განხორციელდა ფარავნის ტბის მიმდებარე არეალის არქეოლოგიური აერო დაზვერვითი სამუშაოები. შედეგად: • გაგრძელდა 2018 წელს დაწყებული, ფარავნის მიმდებარე არეალის კომპლექსური არქეოლოგიური კვლევა დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით. • გამოვლენილი იქნა ათეულობით არქეოლოგიური თავლსაზრისით საინტერესო ობიექტი (სხვადასხვა პერიოდის თუ ტიპის ძეგლები). • შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და რელიეფის ციფრულ მოდელებს, რაც არქეოლოგებისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას წარმოადგენს, არქეოლოგიური ობიექტების შესწავლის, წინა სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისა თუ გათხრების სწორად დაგეგმვის თვალსაზრისით. • ჩატარებულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ დისტანციური ზონდირების მეთოდი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდი ტერიტორიების გეოარქეოლოგიური კვლევების დროს. • ჩატარებული კვლევა ხელს შეუწყობს არქეოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ახალი მეთოდების შემუშავებას,რაც სამომავლოდ უფრო პრაქტიკულს, იაფსა და ინფორმაციულს გახდის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო პატარიძე გეოგრაფი: გიორგი კირკიტაძე, მიხეილ ლობჯანიძე