კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის დარგში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პროფესიული განათლების კოლეჯთან თანამშრომლობას იწყებს. 2019წ. 4 ოქტომბერს, ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს - ნიკოლოზ ანთიძეს და სსიპ კოლეჯი "სპექტრი"-ს დირექტორ როინ (მათე) ტაკიძეს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც კვალიფიციური ცოდნისა და პროფესიული-უნარ ჩვვების ამაღლების მიზნით, რესტავრაციის დარგში ხელოსნებისათვის შესაბამისი გადამზადების კურსების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მხარეთა პარტნიორობის ფარგლებში, სარესტავრაციო დარგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და გადაუდებელი საჭიროებების გათვალისწინებით, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომლის შემდეგ კოლეჯი "სპექტრი" ეროვნული სააგენტოს ჩართულობით "პროფესიული განათლების საკვალიფიკაციო სტანდარტს" შექმნის. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე აღნიშნული კურსები სარესტავრაციო სფეროში მომუშავე კალატოზებისა და დურგლებისათვის იქნება ორიენტირებული. უწყებებს შორის თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს დარგში კვალიფიციური და განსწავლული სამუშაო პერსონალის ზრდას, რაც დღეს უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევაა.