საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა „დიდნაურის“ სამაროვნის არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ააიპ „არქეოლოგიის განვითარების ფონდმა“განახორციელა კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. 2019 წლის არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო ნაქალაქარი ჩრდილოეთით მდებარე სამაროვნის ტერიტორიაზე. მთავარი ყურადღება მიექცა ამ მხარის პალეოგარემოს რეკონსტრუქციას. ამჟამად ამ მიმართულებით კვლევის გასაფართოებლად შექმნილია როგორც საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების გრანტი ისე ქართულ ამერიკული გრანტი და ამ მიზნით აღებული ნიმუშები მუშავდება უცხოეთის ლაბორატორიებში.შედეგები არსებითია. შვედეთში შესწავლილი კარანიოლოგიური მასალის მიხედვით უნდა განისაზღვროს სიღრმისეული კვლევების შედეგად დიდი შირაქის ველის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში სამი წყალუხვი მდინარის არსებობა დადასტურდა და შესაძლებელი გახდა მათი გეგმარების რეკონსტრუქცია. მიმდინარე წლის დასაწყისში შესაძლებელი გახდა საქართველო-ამერიკის პროექტის ფარგლებში ამერიკიდან დროებით ჩამოტანა სრულიად ახალი თაობის გეორადარის, რომლითაც როგორც დიდნაურის ნაქალაქარის ისე მისი სამაროვნის და ირგვლივ ტერიტორიის რიგ მონაკვეთებში დაწყებულ იქნა საინტერესო მონაკვეთებში სიღრმისეული კვლევა,ამ კვლევების მოსამზადებელი სამუშაოების სახით წინ უძღოდა ნიადაგისეული საფარისგან ტერიტორიების სრული განთავისუფლების სამუშაოები. დიდნაურის ნაქალაქარი ჰერეთის (შირაქის) ზეგანზე აღმოჩნდა სატელიტური გადაღებების დეშიფრაციის შედეგად. ნაქალაქარის მთელი ფართობი - 15ჰა კერძო მიწათმფლობელების საკუთრებაში აღმოჩნდა. მხოლოდ ქალაქის უკიდურეს ნაწილზე გამავალი ასფალტირებული, დედოფლისწყარო-ქედების მაგისტრალის სამხრეთით გადარჩენილი ნაწილი იყო არქეოლოგიური გათხრებისთვის ხელმისაწვდომი. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ეს მონაკვეთი მის სამხრეთ გალავანსა და თავდაცვით თხრილს წარმოადგენდა, რომელიც გზის გაყოლებით ძალიან იყო დაზიანებული.მიუხედავად ამისა აქ გალავნის ცენტრალურ ნაწილში მაინც მოხერხდა ქალაქის კარიბჭის გადასარჩენილი ნაწილის გათხრა, შესწავლა და გალავნის გარეთ თავდაცვით თხრილზე ჭრილის გავლება. შემდეგ 2015 წელს დიდი ძალისხმევით მოხერხდა ქალაქის ჩრდილო ტერიტორის კერძო მესაკუთრეთაგან განთავისუფლება და არქეოლოგიური კვლევა ძიების დაწყება, აქ ქალაქის ჩრდილო გალავანიდან დაახლოებიძთ 200 მეტრის მანძილზე დიდი სამაროვანს აღმოჩნდა სადაც გათხრით სამუშაოები მიმდინარეობდა 2015-2016 წ.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეძლო უშუალოდ ნაქალაქარის ჩრდილო ნაწილის განთავისუფლება კერძო მფლობელებისგან, ამგვარად შესაძლებელი გახდა არქეოლოგიური კვლევა ძიება დაწყება თვით ნაქალაქარის ტერიტორიაზე სადაც სამუშაოები დაიწყო დაუყოვნებლივ და მიმდინარეობდა 2017-2018 წლებშიც.