საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა „2018 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული“.
კრებული შედგება სააგენტოს მიერ დაფინანსებული თუ სააგენტოს ნებართვის საფუძველზე განხორციელებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიშებისგან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს გასცა 80 სანებართვო მოწმობა და დააფინანსა 29 არქეოლოგიური ექსპედიცია. კრებულში შეტანილია თითქმის ყველა ექსპედიციის ხელმძღვანელის წლიური საანგარიშო ნაშრომის მოკლე ვერსია.
კრებული დააარსა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს.