საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,სოფელ ტყაჩირში დასრულდა წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი. ფიზიკური სამუშაოები, მიმდინარე წელს დაიწყო, რომელიც საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების რესტავრაციას ითვალისწინებდა. გამოიცვალა ნაგებობის გადახურვა. ძველი, სრულად ამორტიზებული ხის გადახურვა, ჩანაცვლდა ხის ახალი კონსტრუქციითა და ფენილით, რომელზეც თუნუქის ლორფინის იმიტაციის სახურავი მოეწყო. ფასადზე გაშავებული ადგილები გასუფთავდა ლითონის ჯაგრისებით, გამოქარული ადგილები კი ამოიგოზა პიგმენტირებული ხსნარით. სრულიად განახლდა ეკლესიის კარი და სარკმლები. წმ.კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით სარეტავრაციო სამუშაოები ა(ა)იპ „საყდარმა“ განახორციელა