საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის, ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ რარიტეტულ გამოცემას - ,,დავითნი“. წიგნი დათარიღებულია 1709 წლით და დაბეჭდილია ვახტანგ მეექვსის სტამბაში.