საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დასრულდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ უსახელოს “მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზების” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ, საძირკვლისათვის მოიჭრა მიწა ეკლესიის მთელ პერიმეტრზე. ტაძრის ოთხივე ფასადზე გადაეწყო საპირე წყობა,რისთვისაც გამოყენებულ იქნა ახალ ი ქვები და კირდუღაბის ხსნარი. Gგაიწმინდა ეკლესიის შიდა ძველი კედლების საპირე წყობა და ამოივსო გამოქარული ღარები კირხსნარით. კონქისა და კამარის გასაყართან მოხდა თაღის გადაყვანა კარიერული წესით მოპოვებული ავთენტური ტიპის ქვა-მასალით. ტაძარი კი გადაიხურა ქართული კრამიტით. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ,კარების თავზე მოეწყო არქიტავრის ქვა,ინტერიერში კი იატაკის დასაგებად გამოყენებულ იქნა კლდის ქვები. სპეციალურად ტაძრისთვის დამზადდა და დამონტაჟდა ჯვარი, კარები კი ხის მასალითა და ლითონის ელემენტებით იქნა დამზადებული.ეკლესიის გარშემო კლდის ქვების გამოყენებით მოეწყო გალავანი. სოფელ უსახელოს “მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზების” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები ი/მ „ჯუმბერ ცუიშვილის“ მიერ იქნა შესრულებული.