2018 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრმა განახორციელა არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები ბოლნისის რაიონის, დაბა კაზრეთის სიახლოვეს მდებარე ორთვალა მღვიმის კომპლექსში (GPS კოორდინატები: 41.38907, 04441187). სამუშაოები განხორციელდა აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორის პროფ. დავით ბერიკაშვილის განცხადებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბ-ნ ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე. ექსპედიცია დაკომპლექტებული იყო შემდეგი შემადგენლობით: ხელმძღვანელი - პროფესორ-ემერიტუსი, არქეოლოგი, გურამ გრიგოლია, ხელმძღვანელის მოადგილე - პროფ. დავით ბერიკაშვილი. გარდა ამისა, როგორც საველე, ისე კამერალურ სამუშაოებში ჩართულ იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის შემდეგი სტუდენტები: შოთა თვალაძე, ლევან კვახაძე, ბექა გირგვლიანი, დავით ცომაია, ნიკოლოზ გაზდელიანი და ირაკლი ბერიკაშვილი. აღნიშნული საძიებო სამუშაოების შედეგად დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე, მდ. მაშავერას ხეობაში ნაწილობრივ იქნა შესწავლილი მრავალფენიანი ძეგლი კაზრეთის ორთვალა მღვიმე. რამდენადაც აღმოსავლეთ ამიერკავკასია მცირეა მღვიმური ქვის ხანის ძეგლების, რა დროისაც არ უნდა იყოს იგი, მომავალში ორთვალას გათხრითი შესწავლის საქმიანობა პერსპექტიული ამოცანად უნდა ჩაითვალოს. კიდევ უფრო საინტერესო ჩანს ორთვალას ადრე შუა საუკუნეების კულტურის არქეოლოგიური პერსპექტივა, რაც მდგომარეობს მღვიმეში განვითარებული მონიმენტური არქიტექტურული მშენებლობაში. მღვიმეში მაშტაბური შენობის აგება, მისი გარკვეული ნაწილის ბრტყელი გვერდებაკეცილი, შეღებილი კრამიტით გადახურვა კირხსნარით მოსხმული იატაკის დიდი ზომის შინდისფერი ტუფის კვადრატული ფილებით მოგება კედლების სქელი, მკვრივი მოლესილ ზედაპირიანი, თაბაშირისებული მასალით შელესვა, გვაფიქრებინებს რომ ეს შენობა მრავალმხრივ საყურადღებო შინაარსის შენობას უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის კედლების შელესვა და მათი მხატვრული ორნამენტი დეკორით გაფორმება ძეგლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უნდა მიგვითითებს. მიუხედავად იმისა საკულტო ხასიათის იყო იგი თუ საერო ნაგებობის შესვლელთან ოთხწახნაგა მდიდრულად გაფორმებული სტელის აღმართვა მის საკულტო დანიშნულებაზე მიგვანიშნებს, თუმცა მოპოვებული არტეფაქტებში სხვა სახის საკულტო არ შეგხვედრია. ორთვალას საცდელი გათხრების შედეგად მოპოვებული ორიგინალური მასალის მიხედვით ძეგლი უნიკალური ჩანს, რომლის მსგავსი არქიტექტურული და მხატვრული ხასიათის დეტალების ერთობლიობა ჩვენთვის უცნობია, როგორც საქართველოში ისე მეზობელ ქვეყნებში შესწავლილი ძეგლების სინამდვილეში. მომავალში სტაციონალური, ფართო მაშტაბის არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე, პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს მღვიმეში აგებული ძეგლის გეგმარება, მისი მხატვრული დატვირთვის რაობა და ამგვარი, მდიდრული გაფორმების აუცილებლობა. ასევე უნდა გაირკვეს საისტორიო გეოგრაფიის რიგი საკითხები და გამოინახოს თბილისიდან დმანისის ნაქალაქარისკენ და აქედან სომხეთისკენ მიმავალ საერთაშორისო ტურისტულ მარშუტში მისი ჩართვის შესაძლებლობა.