საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს დასრულდა მესტიაში , ლეხთაგში ,სელას ქუჩაზე ეკლესიის მიმდებარედ, მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი . შესრულებული სამუშაოების შედეგად, გაიწმინდა ნაგებობა გარშემო და ინტერიერში მიწისა და ჩახერხილობისგან. გადაეწყო მორყეული საპირე წყობის ქვები და აღდგა ძველი ქვის 30 %ის გამოყენებით.მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი. მოხდა კედლის საპირე წყობებს შორის შემავსებლის აღდგენა კირის დუღაბით. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.