საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში, იელის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას რებილიტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. რეაბილიტაციის პროცესში ჩატარებული სამუშაოები: 1. ძველი და დაზიანებული სახურავის დაშლა; 2. მინაშენის მოსწორება ხელით; 3. მინაშენის და ნაკოშკარის ფიქალი ქვის კედლების დაშლა და იგივე კედლების აღდგენა კირ-ცემენტის ხსნარით და ძველი ქვის 50%-ის გამოყენებით; 4. გადახურვის ხის კონსტრუქციების მოწყობა; 5. სახურავის მოწყობა ყავარით; 6. საძირკვლების გამაგრებისთვის მიწის მოჭრა ხელით; 7. რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის ფიქალის ქვით მოპირკეთება; 8. მინაშენის თიხატკეპნილზე ფიქალის იატაკების მოწყობა; 9. ნაკოშკარის გაწმენა ნანგრევებისგან; სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.