ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. კუწახტაში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების მარანს, 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მარანი ნატეხი ქვით ნაგები სწორკუთხა ნაგებობა იყო (11.4×8.1 მ). ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი კედლის ქვედა რიგი, სხვა კედლების მხოლოდ კონტურები იკითხება. დასავლეთ კედელზე შიგნიდან მთელს სიგრძეზე მიდგმული ყოფილა ქვისავე საწნახელი (სიმაღლე 1,15 მ), რომელსაც აღმოსავლეთ კედელში აქვს სადინარი მილი გაკეთებული. მარნიდან შემორჩენილია მხოლოდ საწნახელი, რომელიც ამოვსებულია მიწით. საწნახლის აღმოსავლეთით, მარნის შიგნით ჩადაბლებული ადგილია, სადაც სავარაუდოდ ქვევრები უნდა ყოფილიყო.