საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4-5 ოქტომბერს მოაწყო ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია - ,,ფიროსმანი დღეს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარებმა, ისტორიკოსებმა, რესტავრატორ-კონსერვატორებმა, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ გაიმართება 2-3 წელიწადში ერთხელ და თავს მოუყრის ყველა იმ სიახლეს, რაც მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და ინტერპრეტაციის მიმართულებით სპეციალისტებისა და საზოგადოებისათვის გასაცნობად იქნება მნიშვნელოვანი. 2018 წელს სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ პირველად ჩატარდა. 5 ოქტომბერს,ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში(სოფ. მირზაანი) ჩატარდა სესიის მეორე დღე .