საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ეტაპი. შესრულებული სამუშაოების შედეგად მოინგრა დაზიანებული ასფალტის საფარი, მოხერხდა არსებული საყრდენი კედლის დემონტაჟი, საყრდენი კედლის გასწვრივ მოეწყო რკინის მოაჯირი,რეაბილიტაცია ჩაუტარდა მანქანების სადგომ ტერიტორიას, დამზადდა, შეიღება და დამონტაჟდა მხატვრულ დეკორატიული სავაჭრო ფარდულები,მოეწყო დაცვის ოთახი და კოტეჯი, მე- 8 ოთახზე მოხდა ელექტრო გაყვანილობების გაყვანა. მოეწყო აივანი,სახურავი და იატაკი მუხის ხის დამუშავებული მასალით და ქართული კრამიტით. ტერიტორია შემოიღობა მავთულხლართებით ,ჩარჩოების სახით; მოეწყო ნიაღვარ მიმღები კუვეიტი ბეტონით და ბეტონის წერტილოვანი საძირკვლები.მოხდა სარინელის მოწყობა ადგილობრივი ქვიშა-ქვით ქვიშა- ცემენტის ხსნარზე. დაიფარა შენობის გვერდითი და უკანა კედლის ქვედა ნაწილები ,,პოლიურეტანის" ჰიდროსაიზოლაციო ფენით. უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. შემსრულებელი: შპს,,სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანია დავითი“