საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა არქეოლოგიის სახალისო სახელმძღვანელო - "არქეოლენდი". საყმაწვილო ბროშურა განკუთვნილია 7-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის. ამჟამად გამოიცა ორი ბროშურა, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ქვის ხანიდან ენეოლითამდე. აქვე მოცემულია რთული ტერმინოლოგიის განმარტებები და ინტერაქტიული შეკითხვები; სამეცნიერო ტექსტი ადაპტირებულია ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით. "არქეოლენდი" მდიდარია მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული სახალისო ილუსტრაციებით, შინაარსობრივად თუ ესთეტიკურად მომავალი თაობის კულტურულ განვითარებას ემსახურება.