საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა არქეოლოგ კოტე ფიცხელაურის მიერ გერმანულ ენაზე შესრულებული სადისერტაციო ნაშრომი - "კავკასია და მისი მეზობლები ძვ.წ. VI-II ათასწლეულებში." ნაშრომს ერთვის ვრცელი რეზიუმე ქართულ ენაზე. სამეცნიერო კვლევა ასახავს კავკასიისა და ევროპის ურთიერთობას ბრინჯაოს ხანაში. პუბლიკაცია მნიშვნელოვანია თანამედროვეობის მეცნიერებისთვის, ვინაიდან ის განიხილავს კავკასია-ევროპის ურთიერთობებს თანამედროვეობასთან კონტექსტში და საერთაშორისო მეცნიერებას ამ საკითხებთან მიმართებით სამომავლო ხედვებს სთავაზობს.