2018 წლის 30, 31 მაისს ტარდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების სამსახურის მიერ ინიცირებული რიგით V სამეცნიერო კონფერენცია - `მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა``. კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. 1 ივნისს კონფერენციის მონაწილეთათვის მოეწყობა გასვლითი სესია. კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ტრადიციას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების აქტუალური პრობლემებისადმია მიძღვნილი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, კონფერენცია ტრადიციულად მიზნობრივი ხასიათისაა და ემსახურება კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. 2018 წლის სამეცნიერო კონფერენცია ,,მუზეუმი და კულტურულიმემკვიდრეობა“ სრულად ეძღვნება ბორჯომის ხეობისა და ქ. ბორჯომის უძრავ და მოძრავ კულტურულ მემკვიდრეობას. ძირითადი თემატიკა მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, შპს ლიკანირეზიდენსის, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივმა პროექტებმ აგანსაზღვრა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასშტაბური პროექტის `ბორჯომი – სამუზეუ მოქალაქი“ -თანმიმდევრულ განხორციელებას. სამუზეუმო მიმართულების სამსახურში შემუშავებული კონცეფციის მიხედვით პროექტი -`ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ - მოიაზრებს ქ. ბორჯომში ხუთი მუზეუმისა და ერთი საიტ-ატრაქციის შექმნას. ეს მუზეუმებია – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კავალერიის კორპუსი – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ლიკანის სასახლე და პარკი, ჰიდროელექტროსადგური მინერალური წყლის პარკში (ინდუსტრიულ იმუზეუმი), ასევე, რეაბილიტაციისა და სამუზეუმო ადაპტაციის მოლოდინშია მინერალური წყლის პარკში განთავსებული მინერალური წყლის `ბორჯომი“ საექსპორტო შენობა, რომელიც „ბორჯომი“-ს წარმოების ისტორიას დაეთმობა. კონფერენციის შედეგები აისახება სამეცნიერო კრებულში „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“. მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს როგორც სამუზეუმო სფეროს სპეციალისტთათვის, ისე დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.