9 მაისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის რეგიონული წარმომადგენლობების ორგანიზებულ ღონისძიებაში - „ევროპის დღე“, პოლონეთში საქართველოს საელჩოსთან და ვროცლავში მცხოვრებ ქართულ სათვისტომოსთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც ჩაერთო. ფორუმის მონაწილეთათვისსაელჩოს მიერ მოწყობის ქართულ სტენდზე სპეციალურად „ევროპის დღისთვის“ საქართველოდან ჩასული სააგენტოს თანამშრომლემა საგანმანათლებლო პროგრამა - „დამწერლობა ქართული“ წარადგინეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა. სააგენტოს ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულების განხორციელება მიზნად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბაბის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. პროგრამის მსვლელობისას ევროპულ ფორუმზე დამსწრე საზოგადოება ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს გაეცნო. სპეციალურად მომზადებული თვალსაჩინოებების საშუალებით მათ ასომთავრული ტექსტების ამოკითხვისა და შექმნის საშუალება მიეცათ. ქართული სტენდის დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის.გაცნობის საშუალებაც მიეცათ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უნივერსიტეტებისათვის ახალ შემეცნებით პროექტს „დამწერლობა ქართული“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე მე -3 თვეა ახორციელებს. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ყველა დიდი ქალაქის სასწავლო დაწესებულებებს მოიცავს.