2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ცხუნკურში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის სატაძრო კომპლექსის სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ჩახერგილობისაგან ,გაუკეთდა დემონტაჟი გამოფიტულ კედლის ნაწილებს, აღსდგა კედლები ფასადებსა და ინტერიერში,აღსდგა სამრეკლოს გუმბათი, კარნიზი,აივანი და კიბეები, აღსდგა იატაკები სართულებში. შემსრულებელი: შპს "კირითხურო"