2018 წლის 14 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა - ,,ალექსანდრე ყაზბეგი - სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“. 2018 წელს ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 125 წელი სრულდება. სტეფანწმინდაში, მწერლის მემორიალურ სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა ალ. ყაზბეგი, განთავსებულია სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, რომელიც რვა ათეულ წელზე მეტია არა მარტო ხევის წარსულისა და აწმყოს, არამედ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შემკრებ-შემნახველი და წარმომჩენია. გამოფენაზე - ,,ალექსანდრე ყაზბეგი - სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი“ - წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერვნულ სააგენტოში, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული, ალექსანდრე ყაზბეგთან, მის ოჯახთან, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმთან, ხევთან, მის სიძველეებსა და ყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა - საარქივო ფოტოები. გამოფენაზე, ასევე, ექსონირებულია ალექსანდრე ყაზბეგის მემორიალური ნივთები, მწერლის ხელნაწერები და წიგნები. სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში დაცული ხევისა და მოხევეთა ყოფის ამსახველი ექსპონატები. საიუბილეო გამოფენის ფარგლებში მოეწყობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების სამსახურის მიერ მომზადებული, ალექსანდრე ყაზბეგისა და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმისადმი მიძღვილი, ახალი გამოცემების პეზენტაციაც. შეგახსენებთ გამოფენა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.