ქალაქ ყვარელში 2 დღის წინ ჩამოშლილი კოშკის რეტავრაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დროში უზრუნველყოფს.
სახელმწიფო უწყების ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, რომელთაც საფორტიფიკაციო ნაგებობაზე სათანადო ანაზომები უკვე აიღეს, არქიტექტორ რესტავრატორები უმოკლეს დროში მოამზადებენ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო პროექტს. ფიზიკური სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მომდევნო კვირას დაიწყება და სავარაუდოდ მიმდინარე თვეშივე დასრულდება.