გილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს!
2020 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემააა: მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი უერთდება მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითრებული მოვლენების გამო 2020 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღე გადადის ციფრულ ფორმატში. ონლაინრეჟიმში გაგაცნობთ სააგენტოს მუზეუმებსა და აქ დაცულ კოლექციებს. იმედი გვაქვს მალე კვლავ შევხვდებით სამუზეუმო სივრცეებში.