ვირუსული ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციისა და სოციალური დისტანცირების ღონისძიებების მხარდასაჭერად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ავტოპარკს და ტექნიკურ პერსონალს თვითიზოლირებაში მყოფი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართავს. სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მიმდინარეობისას უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა. პერსონალის მიერ სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები სხვა მოხალისეებთან ერთად უშუალოდ განახორციელებენ საცხოვრებელ სახლებში იზოლაციაში მყოფი ასაკოვანი მოქალაქეების საპროდუქტო და მედიკამენტებით მომსახურებას. მათი სერვისის მისაღებად მოქალაქეები ქ, თბილისის მერიის (032) 2722222 და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზს (032) 2961092 დაუკავშირდებიან. საგანგებო მდგომარეობისას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები სააგენტოს სხვა ავტომანქანებისა და თანამშრომლების მიერ განხორციელდება