საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ფონდი “ქართუს” დაფინანსებით , ბოლნისის მუნიციპალიტეტში , (ხრამის ხეობა, მირტაშენის დაბლობი ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეკლესიის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო. დანგრეული იყო კამარა, კონქი , კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქიტექტორის ზედამხედველობის ქვეშ. √ ეკლესია აღდგა სუფთად თლილი ბაზალტის ქვით, ასევე ავთენტური ქვები მაქსიმალურად იქნა გამოყენებული . √ აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით. √ გაიწმინდა ფასადები სამშენებლო მასალისგან და შეივსო გამორეცხილი ადგილები კირ-დუღაბის ხსნარით. √ ტაძარი გადაიხურა თუნუქით , ლორფინის იმიტაციით. ინტერიერში შესრულებული სამუშაოები: √ იატაკზე დაიგო დახერხილი ბაზალტის ქვები. √ ამბიონი მოეწყო მასიური ქვისგან. √ ჩაისვა რკინის კარები. შემსრულებელი: შპს „ბიჯი+ “ არქ-რესტავრატორი : ქეთევან ჩიხაძე