საქართველოს კულტურამ, ქართულმა თეატრალურმა ხელოვნებამ, შემოქმედებითმა საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის გარდაცვალების გამო. მისი მრავალმხრივი და შინაარსობრივი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი წარმატების პარალელურად, განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ბატონი სანდროს მიერ დაფუძნებული თეატრი "გლობუსის" თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც თეატრალიზებული წარმოდგენებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიული კონტექსტის გაცოცხლებას ითვალისწინებდა. ამ მხრივაც, სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებითმა თვალთახედვამ ქართული თეატრის ასობით მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი რეჟისორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის საქმისთვის ბატონი სანდროს მიერ სააგენტოსთან ერთად წამოწყებული იდეა სამომავლოდაც წარმატებებით განხორციელდება.