საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიო-გიდის ინიციატივით უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა - ტურისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიმღებ-გადამცემი მოწყობილობის საშუალებით გაეცნონ უფლისციხის ისტორიას, ურიგდებათ შესაბამისი აპარატურა - რადიო-გიდი.ეს არის საექსკურსიო აპარატურა,ინდივიდუალური მოწყობილობა ტურისტებისთვის და გიდებისთვის,რომელიც კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის ექსკურსიის პროცესს ორივე მონაწილისთვის. ასევე, რადიო-გიდის საშუალებით ისინი მარტვად შეძლებენ თითქმის 4 ჰექტარზე არსებული ნაკრძალის ტერიტორიის დათვალიერებას. ერთი მიმღების საფასური შეადგენს 3 ლარს. საფასურის გადახდას მოახდენთ ადგილზე. აპარატურის ქირაობის სურვილის დროს გთხოვთ ერთი დღით ადრე დარეკოთ შემდეგ ნომერზე 598155234.