საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით შესრულდა საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული არქიტექტურული კომპლექსის ‘ სთან დაკვაშირებული სამუშაოების პირველი ეტაპი. შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა N1 და N2 კოშკი მცენარეული საფარისგან და გამოფიტული შემავსებლისგან, ორივე კოშკზე საპირე წყობები აღსდგა ძველი ქვით და მოეწყო საპირეებს შორის ბუტი წყობა კირდუღაბით. ნაწილობრივ აღსდგა კოშკებს შორის ციხის კედელი. ამ სამუშაოებით დასრულდა კოშკების სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი,სარესტავრაციო პროცესის გაგრძელება დაგეგმილია 2019 წელსაც. სამუშაოები შეასრულა შპს ‘’კირთხურო’’-მ