2019 წლის 22 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა UNESCO -ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონული (სოფია) ცენტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ერთობლივი საერთაშორისო ტრეინინგის მონაწილეთა დაჯილდოება. UNESCO -ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2003 წლის კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ტრეინინგი ჩატარდა 2018 წლის 5-9 ნოემბერს. სწავლებას უძღვებოდნენ UNESCO -ს საერთაშორისო რანგის ტრენერები სიუზან ოგგე და ტამარა ნიკოლიკ-ჯერიკი. მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა. ამავე დღეს, საზეიმო დაჯილდოვების შემდეგ, მონაწილეები გაეცვნენ საქართველოში არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის გამოცდილებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისმ იდენტიფიკაციისა და ეროვნული სააღრიცხვო ბარათის შევსების წესებს.