საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“ ) დაფინანსებით შესრულდა გორის მუნიციპალიტეტის წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. ტაძარი იყო უმძიმეს მდგომარეობაში ამიტომ პირველ ეტაპზე განისაზღვრა ტაძრის გუმბათისა და თაღების, სვეტებისა და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა. უმკაცრესი უსაფრთხოების ზომების დაცვისა და საავტორო ზედამხედველობის პირობებში შესრულდა სვეტის, ტრომპების გუმბათის ყელისა და თვით გუმბათის ყალიბების არმატურის კონსტრუქციებისა და ბეტონის ეტაპობრივად მოწყობის სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ხარჯზე გაკეთდა საძირკველი, ცოკოლი და კედლის გამაგრებითი სამუშაოებიც. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი,რომ რეაბილიტაციის პროცესში არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მოძიებულ და დახარისხებულ იქნა ჩამოყრილი ქვები,რომელიც გამოყენებული იქნება პერანგის შემოსვის დროს. ამ ეტაპისთვის დაწყებულია ტაძრის პერანგის შემოსვა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მოძიებული ქვებითა და ადგილზე მოპოვებული ბუნებრივი ქვით. ფიზიკური სამუშაოები შპს „აბა ჯგუფმა“ შეასრულა,სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2019 წელს გაგრძელდება.