საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით დასრულდა, წალენჯიხინს მუნიციპალიტეტში ,სოფელ სქურის ფერიცვალების სახელობის ეკლესიის გალავნის რეაბილიტაცია. შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგების ზედამხედველობის ქვეშ გაიწმინდა ეკლესის სამხრეთ კედელთან არსებული მარნის ნანგრევები. ტაძრის ირგვლივ მოეწყო სარინელი კირდუღაბის ხსნარზე, დაიგო დახერხილი ფილები.აღდგა სამხრეთ და ჩრდილოეთ გალავნის კედელი და გაიწმინდა მასზე მიდგმული მარნის ნაგებობები. მოიხსნა აღმოსავლეთი ,დასავლეთი გამოქარული,დაზიანებული წყობა და გადაეწყო კირის ხსნარზე.მოეწყო გალავანზე ახალი დასამატებელი კედელი .მოიხსნა საპირე წყობა და დაგაეწყო კირხსნარზე. მოხდა ჩრდილოეთი გალავნის კედელზე მიდგმული კელიების გამაგრება. შემსრულებელი: ს.ს. სამშენებლო კომპანია "ივერთმშენი"