საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წელს დასრულდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფ.გოფანდის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების შედეგად მოეწყო ანტისეისმური რკინა-ბეტონის სარტყელი ტაძრის პერიმეტრზე და ხის კონსტრუქციებზე კამარა კირის ხსნარის შელესვით. დამონტაჟდა საბჯენი თაღისა და ტრიუმფალური თაღის კაპიტელები. ინტერიერი შეილესა კირის სპეციალური ხსნარით,მოპირკეთდა 5სმ სისქის დახერხილი კირქვის ფილებით. დამონტაჟებულია ხე-ლითონის კარებები და სარკმელები ,ასევე საბურველი რუხი ფერის თუნუქით ლორფინის იმიტაციით. ტაძრის ფასადები დამუშავდა კირხსნარით (ამოისვსო ნაკერები).მოეწყო სახურავი ხის კონსტრუქციებზე ,-სარინელი ტაძრის პერიმეტრზე და მის მიმდებარედ, დამატებით დასავლეთის მხრიდან. შემსრულებელი: შ.პ.ს. „კამარა“