საქართველის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანიას "ერთად ერთმანეთისთვის" შეუერთდა.
ჩაერთე კამპანიაში - „ერთად ერთმანეთისთვის“, გადაიღე ფოტო ნარინჯისფერი აქსესუარით და გამოიწვიე მეგობრები.
კამპანია „ერთად ერთმანეთისთვის“ მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას.