ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. არგოხში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების არგოხის კოშკს 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კოშკი სწორკუთხაა (5,8×5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდან და გერედან შებათქაშებული ყოფილა. ოთხასრთულიანია. შესასვლელი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელშია. კარი სწორკუთხაა. სართულშორისი გადახურვა ხის ყოფილა. მესამე სართულს აივანი უნდა ქონოდა. ამ სართულზე ჩრდილოეთ კედელში საკარე ღიობია შემორჩენილი. სართულებზე სწორკუთხა სარკმლები და ნიშებია. კოშკი გვიანი შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობაა, რის გამოც იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.