პოლონეთსა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობების დაწყებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2018 წელს პოლონური კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საიუბილეო წლის ფარგლებში განხორციელდება პოლონური მემკვიდრეობის კვლევა საქართველოში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არქიტექტურას, არამედ ზოგადად პოლონური ნაკვალევის კვლევას ქართულ კულტურაში.
ამავდროულად, სააგენტოს ინფორმაციით 2019 წელს გახდება 100 წელი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის.
პოლონურ – ქართული მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისია პირველი შემთხვევაა არქეოლოგიის დარგში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ინსტიტუციონალიზების, რომლის ფარგლებში უკვე მრავალი არქეოლოგიური პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე კი უმნიშვნელოვანეს პროექტს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის არქეოლოგიური კვლევა წარმოადგენს, რაც თვეების წინ პოლონური არქეოლოგიური მისის დაფუძნების მიზეზიც გახდა.