ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჭონთიოს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ჭონთიოს ნასოფლარი მდებარეობს ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ გირევიდან 1.5 კ-ზე, მდინარე ქვახიდისწყლის მარცხენა ნაპირზე, მაღალ მთაზე. სოფლის მოსახლეობა დაცარიელებამდე 25 კომლს მოიცავდა და ძირითადად, შემდეგი გვარებისგან შედგებოდა: იუკურები (იუკურიძე), ითიურები (ითიურიძე). ჯერ სოფლის მოსახლეობა გირევში გადავიდა, შემდგომ უმეტესობ აკახეთში ჩამოვიდა. სოფელს ორიდღეობა ჰქონდა: “მადოლობა”, რომელსაც მკათათვის (კათათვის) დასრულებისას ზეიმობდნენ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. ხოლო მეორე–“თურსიეხობა,”აღდგომიდან 2 თვის თავზე იმართემოდა. ნასოფლარის ძეგლებია: კოშკი–“დათოსციხე”, ციხე-სახლი – “დახურული ციხე”, წვერიანი ციხე, ჭალის ორი ციხე (ქვახიდისწყლის ნაპირას), თურსიეხი (ხატი), “მადოლობა“ (სალოცავი) კოშკი (დათოს-ციხე).დგას ნასოფლარის პირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ციხე-სახლი, მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით. აგებულია XVIII ს-ში. შენობა (6,9 Х 6,8 მ) ხუთსართულიანია; აღმოსავლეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა ფიქლითაა ნაშენი. ციხე-სახლის II და III სართულების კედლები შიგნით მიწანარევი ნაკელითაა შელესილი. დაზიანებულია: ჩამონგრეულია ციხე-სალის V სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვა, დანგრეულია მინაშენის უმეტესი ნაწილი.