დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, რომელსაც არქეოლოგიურ ზედამხედველობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა, ესენია სამი ქვევრი,თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ორი ხმალი. ქვევრები და თიხის ჭურჭელი,რომელიც ახოსპირელის N7/2-ში აღმოჩნდა ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში ადრე გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. ხმლები რომელიც აბესაძის N 21-ში აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის არმიის შეიარაღების ნიმუშია,ისინი დამზადებულია ზლატოუსტის იარაღის ფაბრიკაში, XIX ს-ის მეორე ნახევარში, რაზეც მეტყველებს ხმლის პირზე არსებული დამღა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის საკონსერვაციო სამუშაოები (კონსერვაციის გეგმა ორგანიზაცია „Icomos საქართველომ“ მოამზადა). ტერიტორია, რომელსაც კონსერვაცია შეეხება, 4 ჰექტარს მოიცავს. მასზე 72 ნაგებობაა, რომელთაგან 31 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური მომავალშიც სისტემატიურ ზედამხედველობას გაუწევს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალზე საკონსერვაციო სამუშაოებს.