ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირეს მუნიციპალიტეტში, სოფელი ბესლახუბში მდებარე XIX საუკუნის ეკლესიას და კიდევ 14 ობიექტს 2018 წლის 31 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დაბრაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია, ნახევარ წრიული აბსიდით, რომელიც გარეთ შვერილს ქმნის. ნაგები ფლეთილი, თლილი და რიყის ქვით ხსნარზე, კარნიზი გაფორმებულია ნახევარ წრიული კბლილანებით. ცოკოლი ერთ საფეხურიანია, მომრგვალუბული ზედა საფეხურით. გადახურულია ღარიანი კრამიტით. შელესილია თეთრად. დასავლეთ ფრონტონზე მოთავსებულია რელიეფური ჯვარი, იქვე მხედრული წარწერა, “წმინდაი ესე ეკლესია განახლდა ბრძანებით და საფასით აფხაზეთის მთავრის მიხეილ გიორგისძის შარვაშიძისა და მეუღლესა მისია ალექსან დადიანის ასულისად კომლისა”. კლესიის სიდიდე შიგნიდან 7X5 მეტ., კელდის სისქე 1.15 მეტრი. ძეგლზე აღნიშნება ლაპიდარული წარწერა.