საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წლის აპრილი-ივლისის თვეებში განხორციელდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოზაანის " ცლუკაანის ყველაწმიდის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების შედეგად ეკლესია და სამრეკლოს ფასადები ხელით გაიწმინდა ცემენტის ნალესისგან და გასუფთავდა ლითონის ჯაგრისებით, საპირე წყობის დაუზიანებლად, რესტავრატორის მეთვალყურეობის ქვეშ. მოიხსნა დაზიანებული კრამიტის საბურველი და კარნიზი ეკლესიის პერიმეტრზე. მოხერხდა დემონტაჟი გვიან დაშენებული აგურის სამრეკლოს სახურავის,გადაეწყო კარნიზქვეშა ქვის წყობა და მოხდა გამაგრება მთელ პერიმეტრზე სპეცკირხსნარით. დასავლეთის შესასვლელ კარში მოხერხდა ძველი წყობის დემონტაჟი და აღდგა ქართული აგურით და შერჩეული რიყის ქვით წირთხლების გამოყვანით.ფასადებსა და ინტერიერში ქვის ნაკერები ამოივსო სპეცკირხსნარით.ეკლესიის გარშემო ტერიტორიაზე მოეწყო სარინელი, შერჩეული რიყის ქვით.დასავლეთის კარებთან შეიცვალა ქვის კიბეები. გამაგრდა საძირკველი და მოეწყო სარკმელები. შემსრულებელი: შპს "სალდო"